ლუის ენრიკე: საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ

ფრანგული მედია მიიჩნევს, რომ „რენთან“ მატჩში პსჟ-ს მეკარე მატვეი საფონოვი კარგად გაისარჯა და ლუკა შევალიესთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია. „ეკიპისგან“ საფონოვმა ორივე გუნდიდან ხვიჩა კვარცხელიას (8) შემდეგ ყველაზე მაღალი შეფასება, 7 ქულა მიიღო. „ოკო სპორტმა“ „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელს ლუის ენრიკეს მატვეის თამაშის შეფასება სთხოვა.
– რას იტყოდით ამ სეზონში საფონოვის პირველ თამაშზე?
– მისთვის რთული შეხვედრა იყო, რადგან სათამაშო პრაქტიკა არ ჰქონდა. ზედმეტმა ემოციებმა ხანდახან შეიძლება ცუდი სამსახური გაგიწიოს. თუმცა, თუ შენს სამუშაოზე ხარ კონცენტრირებული, ყველაფერი გამოგივა. ის დამაჯერებელი გახლდათ.
– საფონოვთან მიმართებაში ამ სეზონში როგორი გემები გაქვთ? შევალიესთან კონკურენციაში შანსი აქვს?
– შანსი ყველა ფეხბურთელს აქვს, ეს მათზეა დამოკიდებული. საფონოვმა შანსი მიიღო. მასთან პრობლემები არასოდეს მქონია, მაგრამ სწორად გამიგეთ, მე მოთამაშეებზე და მათ შორის საფონოვზე დაქორწინებული არ ვარ, მხოლოდ ჩემს მეუღლესთან ვარ დაქორწინებული. ცოლთან მაქვს გეგმები, მასზე პასუხისმგებელი ვარ. საფონოვი ითამაშებს – ბევრს ან ცოტას.
– თასზე?
– ეგ მე არ ვიცი, თუმცა „რენთან“ მისი ასპარეზობა მომეწონა. შესანიშნავი იყო.
პსჟ ვიტინიას შემცვლელად “ბარსელონას” ვარსკვლავს განიხილავს
“შეცდომებს დაუშვებს – დრო მიეცით” – ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა – რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ
პსჟ ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა?
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო – ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
“კვარა”? თქვენ ხვიჩაზე არ ინერვიულოთ” – რა უპასუხა ლუის ენრიკემ ჟურნალისტს
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
“სპერციანი ვიტინიასთან და ნევეშთან კონკურენციაში?” – საფონოვმა კომენტარი გააკეთა
“საფონოვი ჩასვრილ შევალიეზე უკეთესია – ვის სჭირდება ბუზების დამჭერი ჩიტი მატვეი” – რუსებს პსჟ-ში თანამემამულის მდგომარეობაზე განსხვავებული მოსაზრება გააჩნიათ
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა – რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ
“შევალიეს ბევრი წუნი აქვს – საფონოვი რუსეთში არ უნდა დაბრუნდეს” – აცხადებს აგენტი
[VIDEO] ზაბარნიმ საფონოვს ხელი ჩამოართვა და მიესალმა – ინტერნეტში კადრები ვირუსულად გავრცელდა
გაბრაზებული “კვარავაჯოს” დაბრუნება, შეჯამება და კიდევ ერთი ტიტული წლის ბოლომდე
“ბარსელონასა” და ფლიკის გზები იყოფა? – დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია