„ჩელსისთან“ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე 0:3 დამარცხების მეორე დღეს პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ კომენტარი „მარკასთან“ გააკეთა:
„ასე მგონია, დიდებულია, როდესაც პსჟ-ს მწვრთნელი ხარ და ჩვენ ვიცით, ნამდვილად ვინ ეხმარება გუნდს. კლუბის გარშემო ხალხია, რომლებიც გაგვაკრიტიკებენ, მაგრამ მთავარია სეზონის დაწყებამდე ხანმოკლე პერიოდი მაქსიმალურად სასარგებლოდ გამოვიყენოთ. რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ – არა. ახალგაზრდობიდან ერთი განსაკუთებულობა მაქვს, როგორც წესი, მოვწონვარ იმათ, ვინც კარგად მიცნობს. არ ვიცი, ეს ძალიან ეგოცენტრულად ჟღერს თუ არა“.
მან ESPN-თან განაცხადა, რომ ხელმოცარულები არ არიან, საკლუბო მუნდიალის ვიცე-ჩემპიონები გახდნენ, წარუმატებელი ისაა, რომელიც ნებდება, სპორტში კი ასეთ მაღალ დონეზე წარუმატებლები არ არიან.
RMC Sport-თან „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ ისაუბრა: „ჩელსის“ გამარჯვებას ვულოცავ. მათ ეს დაიმსახურეს. ტურნირის მოგება გვინდოდა, მაგრამ ეს რთულია. ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯენ, თუმცა გადაიღალნენ. ძალიან კარგი სეზონი ჩავატარეთ, კლუბის ისტორიაში საუკეთესო. მოთამაშეებით და პერსონალით ვამაყობთ.
ეს წაგება მომვალ სეზონში სასარგებლო იქნება. თავმდაბლები უნდა ვიყოთ. ტურნირზე ყველაზე ახალგაზრდა გუნდი ვიყავით. შვებულების დრო დადგა, ფეხბურთელებს დასვენების საშუალება მიეცემათ“.
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
“რეალმა” “დორტმუნდს” სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! – რას ვნახავთ ივლისში
“ოქროს ბურთი” წელს ამ ფეხბურთელმა უნდა მოიგოს” – ლუის ენრიკემ თავისი ფავორიტი დაასახელა
“ლიონის” პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
[VIDEO] ნევეშმა კუკურელიას თმაში მოქაჩა, ლუის ენრიკე პედროს ყელში სწვდა – პსჟ-მ განცხადება გაავრცელა
“ვნანობ თუ არა მის წასვლას?” – რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
“სულელი ვარ” – ლუის ენრიკე თვლის, რომ პროვოკაციის მსხვერპლი გახდა
“ჩვენს გუნდში საუკეთესოა” – ენრიკემ შეგირდი შეაქო
შეუცვლელი კვარაცხელია და დემბელეს დაბრუნება – ალ-ხელაიფის სეზონის ტრიუმფით დაგვირგვინება სურს
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა – კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ “ლიონს” დახმარების ხელი გაუწოდა
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა – პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება – რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
