ლუის ენრიკე: მეტოქე უკეთ მომზადებული იყო – ჩემი ფეხბურთელებისგან მეტს ველი

ევროპის სუპერთასზე პენალტების სერიაში „ტოტენჰემის“ დამარცხების შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ Canal+თან კომენტარი გააკეთა:
„ამ მატჩზე საუბარი ძნელია. 5-6 დღე ვემზადებოდით, ეს წარმოუდგენელია. გულშემატკივრები, რომლებიც შედეგის მიუხედავად ყოველთვის ჩვენს გვერდით არიან, გუნდს მხარს უჭერდნენ. ტიტულის მოგება და მათთვის მიძღვნა ძალიან სასიამოვნოა.
ვფიქრობ, მეტოქემ ძალიან კარგი შეხვედრა ჩაატარა, ისინი ჩვენზე ძლიერები და უკეთ მომზადებულები იყვნენ. რთულ სიტუაციაში ვიყავით. ბოლომდე ბრძოლა შევძელით. არ ვიცი, შედეგი სამართლიანია თუ არა, მაგრამ ასეთია ფეხბურთი. ქომაგები გავახარეთ და ამით ბედნიერები ვართ. სრულყოფა გვჭირდება. ჩემი ფეხბურთელებისგან მუდამ მეტს ველი. შევალიეს და მთელი გუნდის გამო ძალიან ბედნიერი ვარ“.
“უმადურები – დონარუმას გარეშე ვერასოდეს მოიგებდნენ ჩემპიონთა ლიგას” – ჯანლუიჯის მეგობარი გამოექომაგა
ვინ იქნება პსჟ-ს პირველი მეკარე? – ლუის ენრიკემ გადაწყვეტილება მიიღო
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
“ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო” – შოტლანდიელი მწვრთნელი