ლიგა 1-ის მეთხუთმეტე ტურში „რენის“ 5:0 დამარცხების შემდეგ, კომენტარი პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გააკეთა.
„პრაქტიკულად იდეალური მატჩი ჩავატარეთ. მეტოქეს ურიგოდ არ უთამაშია, ასეთ წაგებას არ იმსახურებდა, პირველ ტაიმში პრობლემები შეგვიქმნა. ჩვენ გვიყვარს სირთულეები. თუ ჩემპიონობისთვის მებრძოლი ბევრი გუნდი გამოჩნდება, ეს ჩვენთვის მხოლოდ კარგი იქნება.
ზაბარნი იმიტომ არ იყო, რომ საფონოვმა ითამაშა? მუდამ, როდესაც ასეთ კითხვას მისვამთ, უხერხულობა იქმნება. ავადაა, უბრალოდ ბოლო ორი დღეა ავადაა. გაიგეთ, ავადაა.
რაც შეეხება კვარაცხელიას, გუშინ მკითხეს, თითქოს მატჩებს შერჩევით უდგება. არავითარი ეჭვები არ არსებობს, ის განსხვავებულია, სანახაობრივი მხარე, მენტალობა და უმაღლესი სათამაშო ინტელექტი გააჩნია“, – ციტირებს ლუის ენრიკეს Foot Mercato.
ლუის ენრიკე: ჩემპიონთა ლიგა ჩვენი ტურნირია, ჩვენ ჩემპიონები ვართ
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა – რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს “მონაკოსთან” მარცხის შემდეგ
“საკუთარი თავის კონტროლი უნდა ისწავლოს” – ლუის ენრიკემ პსჟ-ს ფეხბურთელი გააკრიტიკა
[VIDEO] ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიას პაროდია გააკეთა
“ბარსელონასა” და ფლიკის გზები იყოფა? – დეკუს სიაში ლუის ენრიკე ფავორიტია



