ლუის ენრიკე: ვცდილობთ, კვარაცხელიას თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების წარმოჩენის საშუალება მივცეთ

„ლილთან“ ლიგა 1-ის 24-ე ტურის საშინაო მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, პსჟ-ის მწვრთნელს, ლუის ენრიკეს კითხვა დაუსვეს, სეზონის შუ ნაწილში მათთან გადასულ ხვიჩა კვარაცხელიას როგორ შეუწყო ხელი გუნდთან ინტეგრაციაში.
„ისევე როგორც ბერალდოს გასულ წელს, მასაც ვარჯიშებისა და მატჩების რიტმების შესახებ აუცილებელი ინფორმაცია მივაწოდეთ. ამას გაითვალისწინებს. როდესაც ასეთი ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელს ვიძენთ, ვიცით როგორი ჭკვიანია და ადვილად შეუძლია სხვადასხვა სათამაშო სქემასთან ადაპტირება. მით უმეტეს, სხვების შეტევასა და დაცვაში თამაშს აკვირდება და ესმის, როგორ შეეწყოს გუნდს. ჩვენ, მწვრთნელები კი, პატივს ვცემთ მის
სათამაშო კლასს, ვცდილობთ, თავისუფლება მივანიჭოთ და უნარების შესაბამისად თავის ინდივიდუალურად წარმოჩენის საშუალებას ვაძლევთ“, – უპასუხა ლუის ენრიკემ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში