ლუის ენრიკე: დემბელეს უნდა ჰკითხოთ, შობაზე რა ჭამა

ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში „ბრესტის“ 3:0 დამარცხების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:
„შედეგით კმაყოფილი ვარ. „ბრესტმა“ ბოლო 5 შეხვედრაში 8 გოლი გაგვიტანა. ჩვენი ერთიანობა მომეწონა. მათ დღესაც შეეძლოთ გატანა, განსაკუთრებით კუთხურის მერე. გაგვიმართლა. ანგარიში სრულად არ ასახავს იმას, რაც მეტოქემ აჩვენა.
ციფრები ყველაფერზე მეტყველებს. გვაქვს სტაბილურობა და გუნდი უკეთესი ხდება. მოწინააღმდეგემ პრობლემები შეგვიქმნა. თავს კარგად ვიცავდით. ჩვენი გუნდი შეტევისთვისაა შექმნილი. ახლა ძალიან კარგი სერია გვაქვს. „მანჩესტერ სიტისთან“ მოგებამ (4:2) ახალი ძალები შეგვმატა. თავდაჯერებულობის დონე მაქსიმუმზეა.
საპასუხო დაპირისპირების ვარჯიშად მიჩნევაზე ლაპარაკიც არ არის.
ვიტინია უნიკალურია, საყრდენ ზონაში საკვანძო ადგილს იკავებს. ძალიან სასარგებლოა, ფიზიკურად და მენტალურად ძლიერია. იდეალური ნახევარმცველის განსახიერებაა.
დემბელეს უნდა ჰკითხოთ, შობაზე რა ჭამა. საკუთარ თავში ბოლომდე დაჯერებულია. როდესაც ბავშვობაში PlayStation-ს ვთამაშობდი, ეს სწორედ ის ფეხბურთელი იყო, რომელსაც ხშირად ირჩევდნენ. უკვე გასულ სეზონში კარგი იყო, მაგრამ წელს კიდევ უფრო უკეთესი გახდა. შესამჩნევია პარტნიორები როგორ ეძებენ და ნახულობენ. უნაკლოდ ირჯება“.