PSGInside_Actu წერს, რომ პსჟ-ის მთავარ მწვრთნელ ლუის ენრიკეს “ნაპოლის” ქართველი შემტევის ხვიჩა კვარაცხელიას შეძენა კვლავაც ძალიან სურს.
აღნიშნული წყაროს ცნობით, თუ ჩვენებური “პარტენოპეისთან” კონტრაქტს არ გაახანგლძრივებს, პარიზული გრანდისთვის 2025 წლის ზაფხულში კვლავ მთავარი სამიზნე იქნება.
გავრცელებული ინფორმაციით, გუნდის კატარელი მფლობელები აღნიშნულ გარიგებას მწვანეს უნთებენ და 80 მილიონი ევროს გადახდაზე მზაობას გამოთქვამენ.
შეგახსენებთ, რომ პსჟ-ის კვარაცხელიას შეძენა ამ ზაფხულსაც სურდა და “პარკ დე ფრანსზე” გადასვლის სურვილს ქართველიც გამოთქვამდა, მაგრამ ტრანსფერი “ნაპოლიმ” დაბლოკა.