“ლუის ენრიკემ ჩემპიონთა ლიგა ახალგაზრდებთან და არა მესისთან და მბაპესთან ერთად ამიტომ მოიგო” – შოტლანდიელი მწვრთნელი

შოტლანდიური “ფალკირკის” მწვრთნელი ჯონ მაკგლინი პსჟ-ში ლუის ენრიკეს მუშაობით აღფრთოვანებულია.
“ენრიკე მართლაც მაღალი კლასის სპეციალისტია. სულ სხვა დონეზეა. გზა გაიარა, რომლის გავლა პსჟ-ში ბევრმა მწვრთნელმა ვერ შეძლო და ეს ისე მოახერხა, რომ მისი ყურება წარმოუდგენლად საინტერესო იყო.
მგონია, ის უკეთ აკონტროლებს ფეხბურთელებს. მესის გაკონტროლება საკმაოდ რთულია, რადგან, ალბათ, მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეა. მბაპესაც ზოგიერთი საუკეთესოდ მიიჩნევს. ისეთი სუპერვარსკვლავები არიან, რომ ინდივიდუალური უნარების გამო ბევრი რამ ეპატიებათ.
ახლა შეგირდებს აიძულებს იმუშაონ როგორც ერთიანმა გუნდმა, უკეთ აკონტროლებს. ისინი უფრო ახალგაზრდები გახლავან, უფრო უსმენენ, ეთანხმებიან და არ ფიქრობენ: “მომეცით ბურთი და გოლს გავიტან”, რაც მართლაც ხდება.
მესი, მაგალითად, დიდებულია, მაგრამ თუ მისი გუნდი ბურთს არ ფლობს, უმცირესობაშია. დარწმუნებული ვარ, მოიძებნებიან ისეთები, რომლებიც არ დამეთანხმებიან, რადგან მათი აზრით, მესის გაკრიტიკება დაუშვებელია. მე კი ამას ვუყურებ და ვფიქრობ – მათ 2022 და 2023 წლებში ჩემპიონთა ლიგა ვერ მოიგეს.
ამას ახლა ორგანიზებულობით, შრომისუნარიანობით, ტემპით და თამაშის ინტენსივობით მიაღწიეს. “ინტერი” გაანადგურეს”, – ციტირებს მაკგლინს “დეილი მეილი”.
რა მოქაჩა თმაზე ასეთი – პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
დაიწყება თავდავიწყება – რა დავალება მისცა ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს?
ლუის ენრიკემ სამი ფეხბურთელი დუბლებში გაამწესა
სრული გაურკვევლობა პსჟ-ში – დონარუმა შეიძლება დარჩეს და შევალიეც შეიძინონ
“გუნდში რუსი არ დამახვედროთ” – უკრაინელი ფეხბურთელის ულტიმატუმი პსჟ-ს
როგორი იქნება ახალი პსჟ და რას შეცვლის ენრიკე?
ზაბარნისთან ერთად გუნდში ვერ იქნება – პსჟ-მა საფონოვის გაყიდვაზე მუშაობა დაიწყო
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები – რას ვნახავთ აგვისტოში
“ფენერბაჰჩემ” პსჟ-ს მცველი გამოისყიდა