ლუის ენრიკემ მიანიშნა, რომ კვარაცხელიას გამო, შეიძლება ბარკოლა სხვა პოზიციაზე ათამაშოს

ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-ში წარდგენას ყველანი მოუთმენლად ველით. CBS Sports-ის ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იტყობინება, რომ „პარი სენ ჟერმენის“ მფლობელი ნასერ ალ ხელაიფი პირადად აწარმოებდა მოლაპარაკებას „ნაპოლის“ პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისთან. „ლანსთან“ მატჩის წინ ჩატარებულ პრეკონფერენციაზე პსჟ-ის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გუნდის მდგომარეობაზე ოპტიმისტურად ისაუბრა და ს ტრანსფერზე დასმულ კითხვაზე უპასუხა:
„ვარჯიშების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფეხბურთელები კარგ ფორმაში არიან. ჩემპიონობაზე ლაპარაკი ნაადრევია, რადგან „მარსელი“ 7 ქულით ჩამოგვრჩება და წინ ბევრი შეხვედრებია. ნუნუ მენდეში კარგად თამაშობს და მისი კონტრაქტის საკითხი არ მაღელვებს. სათანადო
დინამიკაში ვიმყოფებით, „მანჩესტერ სიტისთან“ დაპირისპირების წინ იმედიანად ვართ განწყობილი. მარკინიოსი გამოჯანრთელდა, მაგრამ ჯერ ვარჯიში არ დაუწყია, ვერ გავრისკავთ. დემბელე გაციებულია, სერიოზული არაფერია, თუმცა ხვალ მოედანზე ვერ გავა. კიმპემბეს ლიდერის თვისებები გააჩნია, მაგრამ ჯერ მზად არ არის. ვიტინიო მაღალი კლასისაა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია და გაუმჯობესება შეუძლია.
კვარაცხელიაზე ვერაფერს გეტყვით. ფინანსური ფეირ-პლეის გამო, როდესაც ვინმეს შეიძენ, ვიღაც უნდა გაყიდო. აქ გარკვეული შეზღუდვები არსებობს. ყოველ პოზიციაზე ორი ფეხბურთელი გვყავს და კონკურენცია სასარგებლოა.
ბარკოლამ თავის პირად პრობლემებზე რა თქვა. არ წამიკითხავს. ფეხბურთი ცხოვრებაში მთავარი არ არის. ბრედლი ისეთივეა, როგორიც იყო. გასულ წელთან შედარებით მისი პროგრესით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩავარდნა ყველას შეიძლება ჰქონდეს. დავაყენებ თუ არა მარჯვენა ფლანგზე, როგორც ეს „ესპალისთან“ გავაკეთე? ყველა ვარიანტს განვიხილავ. ის უნივერსალია და სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში. ფეხბურთელები გუნდის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გამოვიყენო“.