ლუის ენრიკემ კვარაცხელიას ტრავმაზე კომენტარი გააკეთა

ლიგა 1-ის მეექვსე ტურში სახლში „ოსერის“ დამარცხების (2:0) შემდეგ, პსჟ-ს მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ისაუბრა:
„საუკეთესო მწვრთნელად მაღიარეს? ვინ თქვა? ბევრი კარგი სპეციალისტია, ვიდრე მე ვარ, მაგრამ მათ არ ჰყავთ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც მე მყავს.
ფრანგული კლასიკოს მერე და ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონასთან“ მატჩის წინ თამაში ყოველთვის რთულია. ჩვეულად შეტევისთვის სივრცე არ გვქონდა, მეტოქე თავს უნარიანად იცავდა, გაგვიჭირდა, მაგრამ მომენტები გამოვიყენეთ. ისინი სტანდარტულებიდან ცდილობდნენ გატანას, რასაც გავუმკლავდით. გაგვიმართლა.
რას ვიტყვი ვიტინიასა და კვარაცხელიას ტრავმებზე? არაფერს. სამედიცინო შემოწმებას უნდა დაველოდოთ, ხვალ ან ზეგ და ვნახავთ, როგორი იქნება პასუხი. ეს კარგი არაა, თუმცა ნორმალურია, ასეთი კალენდარია ყველა გუნდისთვის. ვიტინიას გარკვეული პრობლემა შეექმნა და შევცვალეთ. არცერთი ფეხბურთელის შემთხვევაში არ გვინდოდა გაგვერისკა. ვნახოთ, ყურადღებით ყოფნა და სიმშვიდის შენარჩუნება გვმართებს. ამის გადალახვას გუნდური სიძლიერით ვცდილობთ, გულშემატკივრების მხარდაჭერთ და ახალგაზრდების ძალისხმევით. ეს ბიჭები ბრძოლისთვის მზად არიან და ამის შეგრძნება სასიამოვნოა“.
ლომინაძე და ქოჩორაშვილი შეცვლაზე შევიდნენ – “სპორტინგმა” “ნაპოლიმდე” “ეშტორილს” სძლია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა – მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
“კვარასნაირი” ფეხბურთელები არ გვყავს” – დეშამმა თავი იმართლა
“იმედი მაქვს, მესი გვიყურებს” – ვიტინია
Mundo Deportivo: ლუის ენრიკეს ენრიკეს პსჟ-ს დატოვება და ყოფილ გუნდში დაბრუნება უნდა
საქმე სერიოზულადაა – “რეალი” პსჟ-ს შემტევის გამოსყიდვას გეგმავს
ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა
[VIDEO] კვარაცხელიას თანაგუნდელები -ში ქუჩაში სეირნობისას უცნაურ სიტუაციაში აღმოჩდნენ
ვიტინიამ დაასახელა პსჟ-ს ფეხბურთელი, რომელიც “ოქროს ბურთის” მოგებას იმსახურებს
“დაველოდოთ სამედიცინო პერსონალის ტესტის პასუხებს” – ლუის ენრიკეს პირველი კომენტარი კვარაცხელიას ტრავმაზე
[PHOTO] ყველაფერი სახეზე ეტყობა – პსჟ-ის პრეზიდენტის რეაქცია კვარაცხელიასა და მისი თანაგუნდელების ტრავმის შემდეგ
“ეს ამიტომ გავაკეთე და ამას მომავალშიც ვიზამ” – ენრიკემ ახსნა, რატომ იყო პსჟ-ის ბოლო მატჩის პირველ ტაიმში პრეს-ლოჟაში