“ლუზერი ღარიბაშვილი კახეთის ყველაზე დიდი სირცხვილია ყორღანაშვილის მერე” – ბუაძე

“ლელოს” ლიდერი საბა ბუაძე “ოცნების” ახლადდანიშნული თავმჯდომარის ს განცხადებას ეხმაურება და ამბობს:
“ვუსმენდი ღარიბაშვილის გამოსვლას და „ლელო“-ხაზარაძე, „ლელო“ – ხაზარაძე, კაცს პირველი ბრიფინგი ჰქონდა პარტიის თავმჯდომარის ამპლუაში და მთელი ეს ბრიფინგი მიუძღვნა “ლელოს” და ს. სინამდვილეში, ირაკლი ღარიბაშვილი არის ყორღანაშვილის მერე ყველაზე დიდი სირცხვილი, რომელიც კახეთს ჰქონია და ჰყოლია. ეს არის სამარცხვინო, გაგდებული ლუზერი, კორუფციისთვის პრემიერობიდან ჩამოქვეითებული, სამარცხვინო სახე ამ ქვეყნისთვის და ახლა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ახალი კაბინეტიდან გაახაროს ივანიშვილის გული და გამოეხმაუროს “ლელოს” მზარდ პოზიციებს, იმიტომ, რომ ასეთი პანიკური რეაქციები სხვა არაფრით შეიძლება იყოს გამოწვეული თუ არა ქართული ოცნების აღიარება იმის შესახებ, რომ ლელო არის მზარდი პოლიტიკური პარტია და ძალიან აწუხებთ როგორც ჩანს, ჩვენი 6-7 პროცენტი, როგორც თავად ამბობენ და გაცილებით მეტია ჩვენი მხარდაჭერა, ამას დაინახავენ თვითონ და ამით არის გამოწვეული ძალიან სამარცხვინო და იაფფასიანი გამოსვლები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ.
სინამდვილეში, ეს არის ადამიანი, რომელიც არის ორგზის პრემიერობიდან გაგდებული კორუფციისთვის პირველ ჯერზე ეს იყო კახელების კლანი და მისი ოჯახის წევრები, რომელთაგანაც არავის პასუხი არ გაუცია ქართული მართლმსაჯულების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა აღიარა მისი ეს კორუფცია და ახლა ძალიან დიდი კორუფციული სკანდალების გამო“