ლუვრის მუზეუმის ღირებული ექსპონატების ნაწილი დროებით განათავსეს საფრანგეთის ბანკში – იუწყება რადიოსადგური RTL. ეს ზომა გატარებულ იქნა გასულ კვირაში მუზეუმის აპოლონის გალერეაში მომხდარი ძარცვის შემდეგ და ის მუზეუმის სრული უსაფრთხოების დადასტურებამდე იმოქმედებს.
წყაროთა ცნობით, გადატანილ ნივთებს შორისაა ძირითად ექსპოზიციაში შემავალი სამეფო რეგალიების და სამკაულების ნაწილი. სამუზეუმო ექსპონატების საფრანგეთის ბანკისთვის შესანახად გადაცემა უკიდურესად იშვიათ ზომად მიიჩნევა.
ბანკის მთავარი სეიფი განთავსებულია 26 მეტრის სიღრმეში და ის ქვეყნის ოქროს მარაგის 90-მდე პროცენტს ინახავს. ამ სეიფს ერთ-ერთ ყველაზე დაცულად მიიჩნევენ მსოფლიოში. მანამდე იქ ინახებოდა ლეონარდო და ვინჩის ჩანაწერები, რომელთა ღირებულება 600 მილიონ ევროს აჭარბებს.
19 ოქტომბერს ლუვრში შეაღწია ოთხმა ბოროტმოქმედმა, რომლებმაც საიმპერატორო კოლექციიდან გაიტაცეს ცხრა ექსპონატი. გატაცებული ნივთების ღირებულება 88 მილიონი ევროა. დამნაშავეები ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
radiotavisupleba.ge




