ლუვრმა 7 წლის განმავლობაში პირველად ბილეთების ფასი 30%-ით გაზარდა

15 იანვარს პარიზის ლუვრის მუზეუმმა ბილეთების ფასი თითქმის 30%-ით გაზარდა. ბილეთზე ფასის მატება სავარაუდოდ გამოწვეულია ზაფხულის ოლიმპიური თამაშების წინ გამოწვეული მღელვარებით. ამის შესახებ AFP იტყობინება.

ამავე ინფორმაციის თანახმად, ბილეთების ფასების გაზრდა აუცილებელია ენერგიის მზარდი ხარჯების დასაფარად. ელექტროენერგიის გადასახადები  2021-დან 2022 წლამდე 88%-ით გაიზარდა.

მუზეუმმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ვიზიტორების 40%-ს აქვს უფასო ბილეთები – კერძოდ, 25 წლამდე ახალგაზრდებს, დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, უმუშევრებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე მასწავლებლებს და ჟურნალისტებს.

 

 

ასევე დაგაინტერესებთ

ლელა ჯეჯელავა – მიკვირს, როგორ იკადრა ირანის ელჩმა საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლა და მაკა ბოჭორიშვილი არ დაიბარა საელჩოში – რაც შეეხება დოდონის ვიზიტს, ახლა პლახოტნიუკი მოვიწვიოთ გამოცდილების გაზიარების მიზნით