ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დაიხურა

პარიზში მდებარე ლუვრის მუზეუმი ძარცვის გამო დროებით დაიხურა, – BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის კულტურის მინისტრმა, რაშიდა დატიმ განაცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ძარცვა დღეს დილით მოხდა, როდესაც მუზეუმი იხსნებოდა. ადგილზე პოლიცია იმყოფება და საგამოძიებო ქმედებებს ახორციელებს.
მუზეუმის ადმინისტრაციამ დაადასტურა, რომ ის „განსაკუთრებული მიზეზების გამო“ დაიხურა, თუმცა დამატებითი დეტალები არ გაუხმაურებია. ფრანგული მედიის ცნობით, მოპარულია სამკაულები.

„დღეს დილით ლუვრის მუზეუმის გახსნისას ძარცვა მოხდა“, – დაწერა მინისტრმა X-ზე.
გატაცებული ნივთების შესახებ დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებიათ.