ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნები

ლუდის წარმოების ტექნოლოგიებზე მომუშავე კომპანია BarthHaas-მა ლუდის მწარმოებელი ქვეყნების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც 2023 წლის მონაცემებია ასახული. ანგარიშის თანახმად, გასულ წელს მთელ მსოფლიოში 1.88 მილიარდი ჰექტოლიტრი ლუდი იწარმოვა. ცნობისთვის, 1 ჰექტოლიტრის მოცულობა 100 ლიტრს შეადგენს. 2023 წელს საერთო წარმოების მაჩვენებელი უმნიშვნელოდ, 17 მილიონი ჰექტოლიტრით შემცირდა.
BarthHaas-ის ანგარიშის მიხედვით, მსოფლიოში ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი სახელმწიფო ჩინეთია, რომელმაც 360 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვა. რეიტინგში მეორე პოზიციას შეერთებული შტატები იკავებს. -ში გასულ წელს ჩინეთზე თითქმის ორჯერ ნაკლები, 193 მილონი ჰექტოლიტრი ლუდი აწარმოვეს. შესაბამისად, ჩამორჩენა ლუდის მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგის პირველ- და მეორეადგილოსანს შორის საკმაოდ დიდია. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლიდან წლამდე აშშ-ში ლუდის წარმოება 9.9 მილიონი ჰექტოლიტრით შემცირდა.
ლუდის მესამე ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა ბრაზილიაა (148 მილიონი ჰექტოლიტრი). ათეულში ლუდის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ევროპული სახელმწიფო გერმანიაა და აქ 2023 წელს 84 მილიონი ჰექტოლიტრი ლუდი იწარმოვა.
ლუდის უმსხვილესი მწარმოებელი ქვეყნების რეიტინგი (2023 წელი):
ჩინეთი – 360 მილიონი ჰექტოლიტრი
აშშ – 193 მილიონი ჰექტოლიტრი
ბრაზილია – 148 მილიონი ჰექტოლიტრი
მექსიკა – 142 მილიონი ჰექტოლიტრი
გერმანია – 84 მილიონი ჰექტოლიტრი
– 83 მილიონი ჰექტოლიტრი
იაპონია – 45 მილიონი ჰექტოლიტრი
ესპანეთი – 41 მილიონი ჰექტოლიტრი
პოლონეთი – 36 მილიონი ჰექტოლიტრი
სამხრეთი აფრიკა – 35 მილიონი ჰექტოლიტრი
forbes.ge

ასევე დაგაინტერესებთ