დიდუბის რაიონში, ლუბლიანას ქუჩაზე საგზაო მოძრაობა გადატვირთულია. შეფერხების მიზეზი აღმაშენებლის ხეივანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაა, რის გამოც ვერ ხერხდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობაც. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
„მომხდარის გამო, მძღოლები ლუბლიანას ქუჩაზე გადაადგილდებიან, რაც აღნიშნული ტერიტორიის გადატვირთვას იწვევს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია.
ავტოსაგზაო შემთხვევის აღმოფხვრის შემდეგ, სატრანსპორტო მოძრაობა ჩვეულ რეჟიმში განახლდება.“- ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.