უკრაინის ომბუდსმენის, დმიტრო ლუბინეცის განცხადებით, ამ ეტაპზე არ სჯერა სამხედრო ტყვეების გაცვლის შესაძლებლობას “ყველა ყველასათვის” ფორმატში.
“ჩვენი ბოლო გაცვლა 7 აგვისტოს შედგა. ჩემი აზრით, რუსეთის ფედერაციამ ახლა აირჩია თავისთვის ახალი ტაქტიკა – არ დააბრუნოს სამხედრო ტყვეები და მშვიდობიანი მოქალაქეები და მაქსიმალურად გაავრცელოს ინფორმაცია სამხედრო ტყვეების ნათესავებში, რომ თითქოს უკრაინა არის დამნაშავე იმაში, რომ გაცვლა არ ხდება”, – განაცხადა მან.
ლუბინეც დარწმუნებულია, რომ ამ გზით ოკუპანტებს სურთ დამატებითი სოციალური დაძაბულობის შექმნა უკრაინის შიგნით და რომ გამოიყენოს სამხედრო ტყვეების ნათესავები უკრაინის ხელისუფლების წინააღმდეგ.