ლუაზო: პუტინი, სადაც კი შეუძლია, წინ წევს თავის პაიკებს – ეს ხდება საქართველოშიც

ფრანგმა ევროპარლამენტარმა, ნატალი ლუაზომ მედიასთან საქართველოში არსებული მძიმე პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.
მან აღიშნა, რომ ხელისუფლების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური ოპონენტების დევნა, სულ უფრო აახლოვებს ქვეყანას ბელარუსის სურათთან.
იგი ევროკავშირს მოუწოდებს საქართველოსთან მიმართებაში უფრო აქტიური გახდეს და “მასშტაბურ რეპრესიებზე პასუხისმგებელი” პირების მიმართ სანქციების დაწესების საჭიროებაზე საუბრობს.
იგი ასევე სვამს კითხვას, თუ რატომ აქვს “რუსული მაფიის მეთაურ” ივანიშვილს ღირსების ლეგიონის ორდენი საფრანგეთში.
“პუტინი თავის პაიკებს სადაც კი შეუძლია ყველგან წინ წევს, და ამას აკეთებს საქართველოში. არასამთავრობო ორგანიზაციებს დევნიან, პოლიტპატიმრები ჰყავთ, ან საზღვარგარეთ უშვებენ და ძალით საქართველოში აბრუნებენ. მედიას აჩუმებენ. ვითარება სულ უფრო ჰგავს ბელარუსს, სრულიად პრო-ევროპული მოსახლეობით, რომელსაც პრო-რუსული მაფია მართავს.
ევროკავშირს აქამდე საკმარისი არ გაუკეთებია და ეს სულ უფრო რთული ხდება. ევროკავშირი პასიური იყო საქართველოში ვითარებასთან დაკავშირებით, რაც მე, როგორც ს დამკვირვებელმა, დავინახე, რომ მასობრივად გაყალბებული იყო. დღეს რაც უნდა ვქნათ – უნდა შევზღუდოთ ვიზები და სანქციები დავუწესოთ ყველას, ვინც პასუხისმგებელია ამ უსაზღვრო რეპრესიებზე. ჩვენ, ფრანგმა ხალხმა, საკუთარ თავს სწორი კითხვები უნდა დავუსვათ. ბიძინა ივანიშვილს, ამ პრო-რუსული მაფიის მეთაურს, ჯერ კიდევ რატომ აქვს ღირსების ლეგიონის ორდენი? Air France-ი ჯერ კიდევ რატომ არის პარტნიორობაში ავიახაზთან, რომელიც თანამონაწილეა ოპონენტის მოტაცებაში, რომელიც ს წინააღმდეგ სანქციებს არიდებს თავს და რომელმაც მოსკოვში ფრენების რაოდენობა გაზარდა? მოდით შევწყვიტოთ იმის თქვა, რომ არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია. ეს სიმართლე არ არის”, – თქვა მან.