“ლოცვისას ორმაგად გამეტებით დამიწყო ცემა და შეურაცხყოფა” – ირაკლი ფიფია

ანთროპოლოგი ირაკლი ფიფია, რომელიც 2 დეკემბერს, სასტუმრო “მარიოტის” წინ დააკავეს, სპეციალური დანიშნულების რაზმებს განსაკუთრებულ სისასტიკეში ადანაშაულებს – ირაკლი ფიფია “ტვ პირველის” ეთერში ხელბორკილების დადების შემდგომ მასზე განხორციელებულ ძალადობას დეტალურად იხსენებს და ამბობს:
სტაბილურად ვარ, ცოტა თავბრუს ხვევები მაწუხებს ხანდახან, მაგრამ მაინც ვახერხებ მშვიდი გარემოს შენარჩუნებას. რაც შეეხება იმ დღეს. არ ვეკუთვნი იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც შეუძლია ქვების სროლა და გინება. ვიდექი უბრალოდ ჩემი სამოქალაქო პოზიციის გამოსახატად, რომ დამეფიქსირებინა, რაც ხდება რეალურად, რაც გვაკადრეს მოქალაქეებს. იმ დღეს ადრე დაიწყო დარბევა, გაქცევაც არ მიცდია იმიტომ, რომ არაფერს არ ვაშავებდი. როცა წამიყვანეს, დაიწყო ფიზიკური შეურაცხყოფების კორიანტელი. მივხვდი, რომ შინაგანი ბალანსისთვის მჭირდებოდა, რომ მელოცა. სამარშრუტო მანქანაში გადამიყვანეს, სადაც გავიარე კორდონი და იყვნენ სხვა ადამიანებიც და დაიწყო ჩვენი დაშინება. მე მაინც ვეცადე, რომ წონასწორობა არ დამეკარგა, ლოცვა დავიწყე, ვერ მიხვდა ის ადამიანი, რას ვაკეთებდი და როცა მიხვდა რომ ვლოცულობდი, ორმაგად გამეტებით დაიწყო ცემა და შეურაცხყოფა. მიყვიროდა. პროცესი გრძელდებოდა 10 წუთი პირველ მარშუტკაში, შემდეგ მეორეში გადაგვიყვანეს. ვიყავით სადღაც 9 კაცი, მეორე მარშუტკაში 2 ვიყავით. ზოგ ადამიანს ჯვარი ააწყვიტეს”, – ამბობს ირაკლი ფიფია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა