ლოჩოშვილი დაბრუნდა – “კრემონეზე” სერია A-სკენ მიიწევს

სერია B-ს 22-ე ტურში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „ბრეშია“ 1:0 დაამარცხა.
მასპინძელთა გუნდში შეუცვლელად ითამაშა ლუკა ლოჩოშვილმა – ის მიმდინარე ტურნირზე ხანგრძლივი პაუზის შემდეგ მოხვდა ძირითად შემადგენლობაში, მთლიანობაში კი 11 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
მისი თამაში sofascore-მა 6.9 ქულით, flashscore-მა კი 6.8-ით შეაფასა.
„კრემონეზე“ 41 ქულით მეორე ადგილზეა და 3 თებერვალს სტუმრად „ლეკოს“ დაუპირისპირდება.
კრემონა. „ჯოვანი ძინი“
კრემონეზე – ბრეშია 1:0
გოლი: აბრეგო (30)