ლოჩოშვილის “კრემონეზე” სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის ფინალში გავიდა

სერია A-ში გადასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო ნახევარფინალურ მატჩში „კრემონეზემ“ საკუთარ მოედანზე „კატანძარო“ 4:1 დაამარცხა .
„კრემონეზემ“ ორი შეხვედრის ჯამში 6:3 იმარჯვა და ფინალში “ვენეციას” დაუპირისპირდება, რომელმაც “პალერმოს” სძლია (1:0, 2:1). პირველი შეხვედრა 30 მაისს კრემონაში ჩატარდება, საპასუხო კი 2 ივნისს ვენეციაში.
მასპინძელთა გუნდის მცველი ლუკა ლოჩოშვილი 46-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე.
კრემონეზე – კატანძარო 4:1
გოლები: 1:0 ვასკესი (12), 2:0 ბუონაიუტო (19), 3:0 კოდა (37), 4:0 სერნიკოლა (69), 4:1 ანტონინი (80)
გაძევება: ბრინიოლა (63, კატანძარო)