“ლოქჰიდ მარტინმა” 2024 წლის გაყიდვების გეგმა გაზარდა

სამშაბათს ამერიკულმა თავდაცვის ინდუსტრიის კომპანია „ლოქჰიდ მარტინმა“, წლიური გაყიდვების გეგმა გაზარდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც გასულ კვირაში პენტაგონმა F-35 თვითმფრინავების მიღება განაახლა.
კომპანია მოელის, რომ 2024 წელს გაყიდვების მოცულობა 70,5-71,5 მილიარდი დოლარი იქნება. გასულ წელს ვარაუდობდნენ, რომ ეს მაჩვენებელი 68,5-70 მილიარდი იქნებოდა.
მერილენდის შტატის ქალაქ ბეთესდაში ბაზირებული კომპანიის აქციები დილის გარიგებების დროს 3.2 პროცენტით გაიზარდა.
პროგრამული უზრუნველყოფის გაუმჯობესების დაყოვნების მიზეზით, თვეების მანძილზე პაუზის შემდეგ, შეერთებულმა შტატებმა F-35 თვითმფრინავის მიღება განაახლა. „ლოქჰიდ მარტინი“ თვითმფრინავების გაუმჯობესებას „ტექნოლოგიური გადახალისება 3“, ანუ TR-3 პროგრამის ფარგლებში ახდენდა, რომელიც F-35-ს უკეთეს დისპლეის და გამოთვლით შესაძლებლობებს აძლევს.
მიწოდების განახლება პროგრამული უზრუნველყოფის არასრულ გაუმჯობესებასაც მოიცავს და პენტაგონი გადასახდელი თანხის ნაწილს დროებით შეაჩერებს. დეტალები ცნობილი არ არის, სანამ დანარჩენი განახლება არ დასრულდება.
„ლოქჰიდი“ არ მოელის, რომ სრული ტექნოლოგიური გადახალისების პაკეტი თვეების განმავლობაში მზად იქნება.
მეორე კვარტალში „ლოქჰიდის“ სუფთა მოგებამ თითოეულ აქციაზე 6.85 დოლარი შეადგინა და ადრე ნავარაუდევ 6.46 დოლარს გადააჭარბა. მთლიანი კვარტალური გაყიდვები 8.5 პროცენტით, 18.12 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა და ადრე ნავარაუდევ 17.04 მილიარდს გადააჭარბა.
სამი თვით ადრე, კონგრესმა უკრაინის და ს დახმარების სახით, დამატებით 95 მილიარდი დოლარის ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.
ში და ისრაელში მიმდინარე ბრძოლებში დიდი რაოდენობით საბრძოლო მასალა დაიხარჯა, მათ შორის „ლოქჰიდის“ მიერ დამზადებული „პატრიოტ“ ანტისაჰაერო თავდაცის გზაგადამჭრელები, რომელსაც მტრისგან მომავალი რაკეტების ჩამოსაგდებად იყენებენ.