ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრის გამო ევაკუაცია და საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

-ის კალიფორნიის შტატში, ლოს-ანჯელესის პასიფიკ პალისეიდსის რაიონში ტყის ხანძრის გავრცელების გამო 30 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გამოცხადდა, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ლოს-ანჯელესის სახანძრო სამსახურის ხელმძღვანელის, კრისტინ კროულის განცხადებით, ხანძარი 500 ჰექტრამდე ტერიტორიაზეა გავრცელებული. შექმნილი მდგომარეობის გამო, ქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კროულის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია 250 მეხანძრე-მაშველი, ვერტმფრენებით, სახანძრო მანქანებით და სხვა საჭირო აღჭურვილობით.
ხანძარს გამოეხმაურა კალიფორნიის გუბერნატორი, გევინ ნიუსომი.
„კალიფორნიაში აღარ არის ხანძრის სეზონი, სამაგიეროდ არის „ხანძრის წელი“, – განაცხადა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, ხანძრის შედეგად ბევრი ნაგებობა განადგურდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ღამბაშიძე: სახარების მიხედვით, დადასტურებულად რაც ვიცით არის ის, რომ ქრისტეს შემდეგ სამოთხეში ის ადამიანი შევიდა, რომელმაც მოწყალება გამოიჩინა. ის კი არა რომ მილიონი ვინმეს შესწირა, ან სამი ეკლესია ააშენა, ან ყველაზე მეტი პირჯვარი გადაიწერა…