ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ძლიერმა ხანძარმა 12000-ზე მეტი შენობა გაანადგურა.
ბოლო მონაცემებით, მეხანძრეები, სულ მცირე, ხანძრის ექვს კერას ებრძვიან, კერძოდ, პალისეიდის, იტონის, კენეტის, ჰერსტის, ლიდიისა და არჩერის ხანძრებს, რომელთა საერთო ფართობი დაახლოებით 36384 აკრზე ვრცელდება.
შეგახსენებთ, ლოს-ანჯელესში ძლიერ ტყის ხანძრებს უკვე მეოთხე დღეა ებრძვიან. კალიფორნიის გუბერნატორის, გევინ ნიუსომის ცნობით, ხანძრის ჩაქრობის პროცესში 12000-ზე მეტი მეხანძრე, 1150 სახანძრო მანქანა, 143 წყლის ტანკერი და 60 თვითმფრინავი მონაწილეობს.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: როგორც ლოგიკურად დადასტურდა, “28-პუნქტიანი” გეგმის “გაჟონვაც” და ბლუმბერგის “ყოჩაღი” ჟურნალისტების გამოძიებაც ფსბ-ს დივერსიული სპეც-ოპერაცია იყო, რომლის მიზანიც უკრაინისა და ამერიკა-ევროპის ერთმანეთთან წაკიდება და აჟრიამულება იყო