ლოს-ანჯელესში ნაპოვნია ამერიკელი რეჟისორის, რობ რაინერისა და მისი ცოლის გვამები

14 დეკემბერს გავრცელებულ ოფიციალურ ინფორმაციაში პოლიციას არ დაუსახელებია ვინაობა 78 წლის მამაკაცის და 68 წლის ქალის, რომელთა გვამებიც ლოს-ანჯელესში, სახლში იპოვეს, თუმცა რაინერის ოჯახის წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ საუბარია რეჟისორსა და მის ცოლზე.
ამერიკული მედიასაშუალებები ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერენ, რომ რობ რაინერს და მიშელს ჭრილობები დანით აქვთ მიყენებული და სავარაუდო მკვლელობის ფაქტზე კვირას ღამით დაკითხეს ოჯახის ერთ-ერთი წევრი, თუმცა ჯერ დაკავებული არავინაა.
რობ რაინერს გადაღებული აქვს 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის „როცა ჰარი შეხვდა სალის“ და „მიზერი“.
კინორეჟისორი დემოკრატიული პარტიის აქტიური მხარდამჭერი იყო. 2006 წელს რობ რაინერი კალიფორნიის შტატის გუბერნატორობის ერთ-ერთ კანდიდატად განიხილებოდა.
რობ რაინერისა და მიშელ რაინერის ტრაგიკული სიკვდილის გამო მწუხარება გამოთქვა -ის 44-ე პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ.
კინორეჟისორ რობ რაინერს და მის ცოლს, მიშელ რაინერს სამი შვილი დარჩათ.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

მარიკა ბერძენაძე: შეიძლება სააკაშვილი უმძიმესადაც გააკრიტიკო. მაგრამ როცა კრიტიკა გადადის ადამიანის უფლებების გაუქმებაში, მაშინ პრობლემა აღარ არის სააკაშვილი ! პრობლემა ხდება ის აზროვნება, რომელიც მზადაა სახელმწიფოს მისცეს მკვლელობის მორალური ლიცენზია