ლოს-ანჯელესში მკვლელობის ბრალდებით 3 ქართველი დააკავეს

ABC-ს ინფორმაციით, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა დააკავა სამი ქართველი, რომლებიც ბრალდებულები არიან ასევე ქართველი მოქალაქის ძალადობრივ ძარცვასა და მკვლელობაში.
38 წლის პაატა კოჩიაშვილს, 46 წლის ზაზა ოთარაშვილსა და 52 წლის ბესიკ ხუციშვილს ბრალი მკვლელობის მუხლით წაუყენეს.
ინციდენტი შაბათს, 26 აპრილს, დე ლა ოსას ქუჩაზე მოხდა. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, მსხვერპლი, 47 წლის ალექსანდრე მოდებაძე, ადგილზევე გარდაიცვალა.
პოლიციის ცნობით, მოდებაძე ძარცვის მიზნით დროს ჯერ ტყვედ აიყვანეს, შემდეგ თავს დაესხნენ და ჭრილობები მიაყენეს თავის არეში. FBI-ის დახმარებით, პოლიციამ სამი ეჭვმიტანილი მალევე იპოვა და დააკავა. მათ ბრალი წაუყენეს და თითოეულს 2 მილიონი დოლარის ოდენობის გირაო შეუფარდეს.

ასევე დაგაინტერესებთ

გედევან ფოფხაძე – საგამოძიებო კომისია არის დაჭერის ფორმალური წინაპირობა, წულუკიანს იარაღის მაგივრად ადამიანებს უდებენ ჯიბეში – უნდა მოვემზადოთ გადამწყვეტი ბრძოლისთვის, მე არათუ ციხისთვის, არამედ ტყვიისთვისაც ვარ მზად

ლევან ცუცქირიძე – ხვალ რომ დანიშნონ ახალი არჩევნები, არ უნდა ვიყოთ მზად? – დარწმუნებული ვარ, ნებისმიერ შემდეგ არჩევნებში, რომელშიც მეტ-ნაკლებად სამართლიანი გარემო იქნება, “ქართული ოცნება” კიდევ უფრო დამაჯერებლად დამარცხდება