ლოს ანჯელესში ბრედ პიტის სახლი გაძარცვეს. მსახიობი ამ დროს ფილმ „F1“-ის პრემიერაზე იმყოფებოდა.
როგორც პოლიციის ოფიცერი დრეიკ მედისონი ამბობს, ოთხშაბათს ღამით, 22:30 საათზე, სახლში წინა ფანჯრიდან 3 მძარცველი შევიდა, ნივთები გაჩხრიკეს და ზოგი მათგანი წაიღეს.
ზარალის ოდენობა და სხვა დამატებითი და უფრო ზუსტი დეტალები ამ ეტაპზე ცნობილი არაა. არც ეჭვმიტანილებია დაკავებული.
