ქართული ოცნების მაღალჩინოსნების დასანქცირების საკითხი დღის წესრიგში დიდი ბრიტანეთის მმართველი პარტიის წევრმა, ლორდმა ჯორჯ ფოლსკიმ BBC-ის გამოძიების შემდეგ დააყენა.
“მინდა, მთავრობას ვკითხო, გეგმავენ თუ არა ისინი სანქციების დაწესებას საქართველოს მაღალი თანამდებობის პირების მიმართ ქიმიური იარაღის (სანქციების) (ევროკავშირიდან გასვლის) 2019 წლის რეგულაციების შესაბამისად, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მთავრობამ აკრძალული ქიმიური ნივთიერებები გამოიყენა 2024 წლის ნოემბერსა და დეკემბერში საპროტესტო აქციების დასაშლელად”- წერია დეპუტატის შეკითხვაში.
შეკითხვაზე პასუხის გაცემის ბოლო დღედ 17 დეკემბერია მითითებული.




