ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს

„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა“.
ექსპერტი დავით ჩიხელიძე მეტ დასაბუთებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას.
„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას !
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით მათ შეიმუშავეს 7 ქმედება, რომელიც დასავლეთმა საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებამდე უნდა განახორციელოს, როგორი პარადოქსია, დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მოხსენებას, რომლებიც მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას უჭერენ. არადა რომ კითხოთ საქართველოს მეგობრები ჰქვიათ
აქვე ერთი საინტერესო საკითხი, როგორც ქალბატონო ლორა თორნტონი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად დაანახა, აღნიშნული საკითხის საჭიროება და მართებულება. გუბაზ სანიკიძე გამახსენდა, რომელმაც განაცხადა, რომ ღალატსაც ცოდნა უნდა, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნამდვილად იციან, როგორ უნდა უღალატონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს“-წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – იყო პირდაპირი მცდელობა, ქვეყანა ჩაერთოთ ომში, გახსნილიყო მეორე ფრონტი საქართველოში და ამ ყველაფერს ქვეყნის შიგნით საფუძველს უქმნიდა ოპოზიციის მხარდაჭერა და ოპოზიციის ქმედებები

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობაზე“ – ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია, როგორც ორმაგი სტანდარტი, ისე მათი რუსოფობიული განცხადებები და გზავნილები,ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი და მათი მოღალატეობრივი ბუნების გამოხატულება

ირაკლი კობახიძე – ჩვენი მიზანია, მაქსიმალურად წავახალისოთ ახალგაზრდების დასაქმება, განსაკუთრებით საჯარო სექტორში, ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური რესურსის მუდმივად განახლება საჯარო სამსახურში და ამ კუთხით სტაჟირების პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია