ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს

„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას“-წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსი დირექტორის, ლორა თორნტონის განცხადების შესახებ, რომლის თქმითაც, „რამდენიმე ქართული არასამთავრობო ორგანიზაცია ევროკავშირს, ქართველებისთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერების აუცილებლობას დამაჯერებლად უმტკიცებდა“.
ექსპერტი დავით ჩიხელიძე მეტ დასაბუთებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, ქართველი ხალხი იმსახურებს, იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას.
„მოვითხოვ ქალბატონმა ლორა თორნტონმა გაასაჯაროოს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების სია, რომლებიც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებას მოითხოვს და ასაბუთებს, ქართველი ხალხი იმსახურებს იცოდეს ვინ არის მტერი და ვინ ატარებს არასახელმწიფოებრივ პოლიტიკას !
მაკკეინის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით მათ შეიმუშავეს 7 ქმედება, რომელიც დასავლეთმა საქართველოში ჩასატარებელ არჩევნებამდე უნდა განახორციელოს, როგორი პარადოქსია, დოკუმენტი ეფუძნება „საქართველოს მეგობრების“ მოხსენებას, რომლებიც მხარს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას უჭერენ. არადა რომ კითხოთ საქართველოს მეგობრები ჰქვიათ
აქვე ერთი საინტერესო საკითხი, როგორც ქალბატონო ლორა თორნტონი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი საკამათოა, რამდენიმე ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ დამაჯერებლად დაანახა, აღნიშნული საკითხის საჭიროება და მართებულება. გამახსენდა, რომელმაც განაცხადა, რომ ღალატსაც ცოდნა უნდა, ჩვენმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ნამდვილად იციან, როგორ უნდა უღალატონ საკუთარ ქვეყანას და ხალხს“-წერს ჩიხელიძე Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ქართული რევოლუციების ერთ-ერთი სპონსორის, ჯონ მაკკეინის ინსტიტუტის გლობალური დემოკრატიის პროგრამების უფროსმა დირექტორმა, ლორა თორნტონმა, არჩევნების წინ შეფასება და რევოლუციური სცენარი უკვე მოამზადა

წინასაარჩევნოდ გაბრაზებული პარტნიორის, ამერიკის შესაძლო გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით აღიქმება, როგორც “ქართული ოცნების” ღია შანტაჟი, რომელიც დაისჯება, რადგან ის ამერიკის პოლიტიკურ თამაშის წესებს არ აჰყვა