ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც არის პირდაპირ „დიფ სთეითის“ გამოვლინება

ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც არის პირდაპირ „დიფ სთეითის“ გამოვლინება
ლორა თორნტონი სერიოზული ადამიანი არ არის, შესაბამისად მასზე სერიოზულ კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუმცა რაც შეეხება „მაკკეინის ინსტიტუტს“, აქაც არის პირდაპირ „დიფ სთეითის“ გამოვლინება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ადამიანები ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ ვერ დააბრუნეს.
„ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ ხელისუფლებაში ვერ დააბრუნეს ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე გამოირჩეოდნენ წამებით, მკვლელობით, ბიზნესის რეკეტით, ხელისუფლების მიერ რუსეთისთვის ტერიტორიების ჩაბარებით და ა.შ. ვერ შეეგუენ იმას, რომ ამ ძალებმა ვერ დაიბრუნეს ხელისუფლება, ძალაუფლება, თუმცა მათ მოუწევთ, შეეგუონ ბედს, ზუსტად ისევე, როგორც ამის გაკეთება მოუწევს რადიკალურ ოპოზიციას“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

ნიკოლოზ სამხარაძე: საკმაოდ რთულია იმის პროგნოზირება, თუ ვინ მოიგებს არჩევნებს იმდენად მცირეა სხვაობა კონკურენტებს შორის- ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტუნარიანი არჩევნები უნგრეთის უახლეს ისტორიაში

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის