ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისკენ პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან

ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისკენ პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქართული საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან
„მაკკეინის გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი ლორა თორნტონი სამოქალაქო დაპირისპირების და ეკონომიკური კრიზისის ხელოვნურად შექმნისკენ მოუწოდებს ოპოზიციას და მათ მომხრეებს“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში საპარლამენტო ჯგუფ „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელი წერს.
მისი თქმით, ლორა თორნტონის მხრიდან არეულობისა და დესტრუქციის პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან.
„თორნტონს ქუჩაში „საღამოს აქტივობა” არასაკმარისად მიაჩნია და მეტ აგრესიულობას ითხოვს მომიტინგეებისაგან…
ეს არის უცხო ქვეყნის მოქალაქის უხეში და ბინძური ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში.
მაკკეინის ინსტიტუტი ცოტა ხნის წინ ქუჩაში მსხვერპლის საჭიროებაზეც ალაპარაკდა ისე, როგორც ნაცმოძრაობის ლიდერები ერთ დროს ითხოვდნენ „ორ გვამს”.
ეს ქალბატონი მანამდე NDI -ის ოფისის ხელმძღვანელადაც გვევლინებოდა და არც მაშინ გამოირჩეოდა ობიექტურობითა და კეთილგანწყობით.
მართალია მმართველმა გუნდმა მის ქმედებაზე გააკეთა პოლიტიკური შეფასებები, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს არასაკმარისია, რადგან მისი მხრიდან არეულობისა და დესტრუქციის პირდაპირი მოწოდებები ეწინააღმდეგება ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას, რისთვისაც ის სასწრაფოდ გაძევებულ უნდა იქნას ქვეყნიდან“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს

ნანა კაკაბაძე: ნორმალურ მოქალაქეებში ჩვენ ვგულისხმობთ ხელისუფლების მომხრეებსაც, მის ოპონენტებსაც და ნეიტრალურ ადამიანებსაც, მაგრამ აკაცუკებად ჩამოყალიბებულ მოქალაქეთა განსაკუთრებულ კასტას…

ირაკლი კობახიძე: ჩვენ ყველაზე სწრაფად განვითარებადი და მზარდი ეკონომიკა ვართ, ჩვენი საშუალო ეკონომიკური ზრდა ბოლო 5 წლის განმავლობაში იყო 9.3% – ეს ერთ-ერთი უდიდესი მაჩვენებელია ევროპაში