ლოპოტა კერამიკული ქანდაკებების საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს მასპინძლობს

ლოპოტა სპა რეზორტი უკვე ტრადიციად ქცეულ კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმს Bird of Paradise 2024-ს 15-28 მაისს მასპინძლობს.
მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ლოპოტაზე შეკრებილმა არტისტებმა უკვე დაიწყეს 2-კვირიანი სამუშაო პროცესი ახალ კერამიკულ ქმნილებებზე.
სტუმრებისთვის მოეწყობა ვორქშოფები და მასტერკლასები.2 კვირის განმავლობაში მსოფლიოს 10 ქვეყნიდან მოწვეული 14 არტისტი საბაღო-საპარკო კერამიკულ ქანდაკებებს სტუმრების თვალწინ შექმნის.
ლოპოტაზე უკვე საკუთარი ავთენტური ადგილი დაიკავეს 2022 და 2023 წლებში შექმნილმა ნამუშევრებმა.
რიგით მე-3 სიმპოზიუმი ლიკანის მხარდაჭერით, ლოპოტა სპა რეზორტისა და კრეატიული კერამიკული სტუდიის WHITE Studio -ს ორგანიზებით და კომპანია „ლიკანის“ მხარდაჭერით ტარდება.
ლოპოტას ტბასთან კერამიკული ქანდაკებების და პირველი ღია მუზეუმის შექმნის იდეა ჯერ კიდევ წლების წინ, რეზორტის დამფუძნებელს – გოგა მაისურაძეს ეკუთვნოდა, 2022 წელს გამართული პირველი სიმპოზიუმი სწორედ მის ხსოვნას მიეძღვნა. სიმპოზიუმს ყოველწლიური ხასიათი მიეცა.
Bird of Paradise- ის მიზანია დააკავშიროს ხელოვნების ამ დარგით დაინტერესებული არტისტები, დამთვალიერებლებს კი უმასპინძლოს მათ თვალწინ ნამუშევრების შექმნის საინტერესო პროცესებით.
2024 წლის სიმპოზიუმზე მოწვეული არტისტები:
Claude Aussage – საფრანგეთი
Elizabeth Le Retif – საფრანგეთი
Julia Repina – გერმანია
Reinhard Keitel – გერმანია
Douglas Black – იაპონია
Mamie Yamamoto – იაპონია
Ruth Hazi –
Sayumporn Kasornsuwan -ტაილანდი
Elina Titane – ლატვია
Delia Maxim – რუმინეთი
Radenko Orovic – სერბეთი
ნატო ერისთავი – საქართველო
ოთარ ვეფხვაძე – საქართველო
მალხაზ შველიძე – საქართველო.
კერამიკის საერთაშორისო სიმპოზიუმი Bird of Paradise ერთ-ერთია ლოპოტას ტრადიციად ქცეული წლიური ღონისძიებებიდან.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

მაკკეინის ინსტიტუტი შეფასებას აქვეყნებს, სადაც სხვა საკითხებთან ერთად, „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებასა და რამდენიმე ქართული NGO – ს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნაზეა საუბარი