ლოპეტეგი გადაყენებასთან ძალიან ახლოსაა – “ვესტ ჰემის” მწვრთნელობის მთავარი კანდიდატი ცნობილია

ინგლისური პრესის ინფორმაციით, “ვესტ ჰემის” მთავარი მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგი თანამდეობის დატოვებასთან ძალიან ახლოსაა.
The Guardian წერდა, რომ ესპანელისთვის ინგლისის მე-14 ტურის შეხვედრა გასვლაზე “ლესტერის” წინააღმდეგ სიტუაციის გამოსწორების ბოლო შანსი იყო, თუმცა ლონდონელები 1:3 დამარცხდნენ.
მოკლედ, “ჩაქუჩების” ბოსები დღეს მენეჯერის დათხოვნაზე იმსჯელებენ და მისი შესაძლო შემცვლელიც შერჩეული ჰყავთ.
თუ ლოპეტეგის გაათავისუფლებენ, “ვესტ ჰემის” მწვრთნელად “პორტოს” ყოფილ თავკაც 50 წლის სერჟიო კონსეისაოს მიიწვევენ.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში