ლონდონში PKK-სთან კავშირში მყოფი პირები დააკავეს

ბრიტანეთის პოლიციის განცხადებით, კონტრტერორისტული გამოძიების ფარგლებში, “ქურთისტანის მუშათა პარტისთან” (PKK) დაკაშირებულ საეჭვო მოქმედებებთან დაკავშირებული ექვსი პირი დააკავეს. ლონდონში დაკავებულთა შორის 4 მამაკაცია, ორი კი – ქალი. პოლიციის განცხადებით, მათი ასაკი 23-დან, 62-მდეა და საზოგადოება მყისიერი საფრთხის წინაშე არ იყო.
„ეს აქტივობა განხორციელდა მნიშვნელოვანი გამოძიებისა და ოპერაციის შემდეგ, რაც ჩვენ გვჯერა, რომ დაკავშირებულია ტერორისტულ დაჯგუფება PKK-თან“, – თქვა მეთაურის მოვალეობის შემსრულებელმა ჰელენ ფლანეგანმა. მისივე თქმით, „ეს არის იმ ადამიანების მიზანმიმართული დაკავება, რომლებიც, ჩვენი ეჭვით, მონაწილეობენ ჯგუფთან დაკავშირებულ ტერორისტულ საქმიანობაში.”
PKK, სამხედრო დაჯგუფებაა, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში 1978 წელს დაფუძნდა და მიზნად ისახავდა დამოუკიდებელი ქურთული სახელმწიფოს შექმნას. ის ბრიტანეთში 2001 წელს აიკრძალა. ჯგუფი ჩართული იყო 40-წლიან კონფლიქტში, რომელმაც 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.
ბრიტანეთის პოლიციამ განაცხადა, რომ ის ლონდონში მდებარე რვა შენობაში ჩხრეკას ატარებს, მათ შორის, დედაქალაქის ჩრდილოეთში მდებარე ქურთულ სათემო ცენტრში, რომელიც, სავარაუდოდ, ორი კვირის განმავლობაში საზოგადოებისთვის დაკეტილი იქნება.
”ეს გამოძიება და აქტივობა მიზნად ისახავს დაიცვას ჩვენი ყველა თემი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენი თურქული და ქურთული თემები”, – თქვა ფლანაგმა.