ლონდონში 3 პირი დააკავეს ს დაზვერვისთვის დახმარების ბრალდებით

ლონდონში ს საგარეო დაზვერვის სამსახურისთვის დახმარების ბრალდებით 3 კაცი დააკავეს.
ერთ-ერთ მისმართზე ჩხრეკა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ისინი 2023 წლის ეროვნული უსაფრთხოების შესახებ კანონის (NSA) მე-3 მუხლის შესაბამისად, ანტიტერორისტული პოლიციის მიერ წარმოებული სავარაუდო დანაშაულების გამოძიების ფარგლებში დააკავეს.
ამასთან დაკავშირებით BBC იუწყება.
მეტროპოლიტენის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, მსგავსი დაპატიმრებები ხორციელდება როდესაც პოლიცია ცდილობს შეაჩეროს უცხოური დაზვერვის სამსახურების მიერ დაქირავებული აგენტების მზარდი რაოდენობა.
მედიის ცნობით, ლონდონის ანტიტერორისტული პოლიციის ხელმძღვანელმა, კოდრ დომინიკ მერფიმ, განაცხადა, რომ მეტროპოლიტენის პოლიციაში ასეთი პირების მზარდი რაოდენობაა.
“ნებისმიერი პირი, რომელსაც დაუკავშირდებიან და აცდუნებენ სახელმწიფოს სახელით დანაშაულებრივი საქმიანობის განხორციელებისკენ აქ, დიდ ბრიტანეთში, კარგად უნდა დაფიქრდეს“- თქვა მან.
მედიის ცნობით, მსგავსი ბრალდებით დაკავებები დიდ ბრიტანეთში გახშირდა:
გასულ თვეში ესექსში ორი მამაკაცი და ერთი ქალი დააკავეს რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით.
მაისში, ექვსი ბულგარელი დააპატიმრეს კრემლის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დიდ ბრიტანეთსა და მთელ ევროპაში.
ივლისში სამი მამაკაცი დამნაშავედ ცნეს ლონდონში სთან დაკავშირებულ საწყობზე ცეცხლის წაკიდების ბრალდებით, მას შემდეგ, რაც ისინი რუსული ვაგნერის დაქირავებულმა დაჯგუფებამ დაიქირავა.
ვაგნერის ჯგუფი არის კერძო სამხედრო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს სახელით მოქმედებს. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ის ტერორისტულ დაჯგუფებად 2023 წელს გამოაცხადა.
მედიის ცნობით, MI6-მა [გაერთიანებული სამეფოს საგარეო დაზვერვის სამსახური] საკუთარი სპეციალური პორტალი გახსნა ბნელ ქსელში [სადაც შესაძლებელია ანონიმურობის შენარჩუნება და დანაშაულის კვალის დაფარვა], იმ იმედით, რომ ონლაინ რეჟიმში ახალი ჯაშუშების მოზიდვას შეძლებს, განსაკუთრებით რუსეთიდან.
ამ თვის დასაწყისში, MI5-ის [გაერთიანებული სამეფოს შიდა კონტრდაზვერვისა და უსაფრთხოების სააგენტო] ხელმძღვანელმა სერ კენ მაკკალუმმა განაცხადა, რომ სადაზვერვო სააგენტო ებრძვის ტერორისტული გამოძიებების თითქმის რეკორდულ მოცულობას და სწრაფად მზარდ სახელმწიფო საფრთხეებს.
მისი თქმით, რუსეთიდან, ჩინეთიდან და ირანიდან სახელმწიფოებრივი საფრთხეები ესკალაციას განიცდის და MI5-მა ბოლო ერთი წლის განმავლობაში 35%-ით გაზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომლებსაც იძიებდა.
ავტორი: ნინა სიგუა