ლონდონში ცნობილი რუსი შეფ-მზარეული მკვდარი იპოვეს ბელგრადში

ცნობილი რუსი შეფ-მზარეული და რესტორატორი, უკრაინაში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის შეჭრის ღია ოპონენტი, ლონდონში რესტორნის მფლობელი მკვდარი იპოვეს ბელგრადში, სერბეთის დედაქალაქში.
სერბეთის გენერალური პროკურატურა რადიო თავისუფლებას ატყობინებს, რომ მას პოლიციამ აცნობა 53 წლის ალექსეი ზიმინის სიკვდილი. პროკურატურის თანახმად, ჩატარდება ექსპერტიზა სიკვდილის მიზეზის დადგენის მიზნით.
რადიო თავისუფლებამ წყაროებიდან შეიტყო, რომ 1971 წელს დაბადებული უცხოეთის მოქალაქის გვამი აღმოჩენილი იქნა 12 ნოემბრის საღამოს ბელგრადის ცენტრალურ რაიონში, ვრაკარში.
4 ნოემბერს ინსტაგრამის თავის ბოლო პოსტში ზიმინი იტყობინებოდა, რომ 7 ნოემბერს ის მოამზადებდა სპეციალურ ვახშამს ბელგრადის კლუბში და წარადგენდა თავის ახლახან გამოქვეყნებულ წიგნს, “ანგლომანიას” – მიმოხილვას დიდი ბრიტანეთის კულტურულ ისტორიაზე.
ზიმინი რუსულ ტელეარხ NTV-ზე უძღვებოდა კულინარიულ შოუს, რომელიც შეწყდა მას შემდეგ, რაც მან 2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის შემდეგ სოციალურ მედიაში გამოაქვეყნა ომის საწინააღმდეგო მოსაზრებები.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ნინო ჯღარკავა: მაინტერესებს, სად არიან ღარიბაშვილის დანიშნული მინისტრები, მოადგილეები, მისი კანცელარიის თანამშრომლები, მის მიერ თანამდებობაზე დანიშნული ქალები, კაცები აქ გინახავთ მათი პოსტები და კომენტარები? მისი მხარდაჭერა?

ნიკო მანაგაძე: თბილისის საქალაქო სასამართლოს მივმართე სასარჩელო მოთხოვნით, რომელიც შეეხება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას მიერ ტვ იმედის ეთერში, ჩემთან მიმართებაში გაჟღერებულ ცილისმწამებლურ ტყუილს