ლონდონში, ჩელსიში Entrée-ს ფილიალი ხვალ გაიხსნება – ბრენდი სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებს

რესტორნების ქართული ბრენდი Entrée ლონდონში, კონკრეტულად კი ჩელსიში ახალ ფილიალს ხვალ გახსნის.
როგორც BM.GE-ის კომპანიაში განუცხადეს, Entrée ჩელსიში 40 სტუმარზე იქნება გათვლილი და 12 ახალ ადამიანს დაასაქმებს. მისი გახსნისთვის კომპანიამ £300 000-ის ინვესტიცია ჩადო.
” ლონდონში Entrée-ს ახალი ფილიალი ხვალ გაიხსნება. ახალი Entrée მისულ სტუმრებს ქართულ ღვინოსაც შესთავაზებს. ჩვენ ღვინის რამდენიმე მწარმოებელი შევარჩიეთ, რომლებიც ღვინოს ქვევრში და კლასიკური წესით აწარმოებენ და თბილისიდან ამ ღვინის ტრანსპორტირებას თავად ვახდენთ, რათა დიდ ბრიტანეთში ქართული ღვინის პოპულარიზაციას შევუწყოთ ხელი და მისი ცნობადობა მაქსიმალურად გავზარდოთ“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
ცნობისთვის, რესტორნების ქართული ბრენდი Entrée დიდი ბრიტანეთის ბაზარზე 2021 წელს შევიდა. მას შემდეგ ქსელი საქართველოში, დიდ ბრიტანეთსა და აზერბაიჯანში ვითარდება. დღეისათვის Entrée თბილისში – 16, ბაქოში – 8, ხოლო ლონდონში 4 ობიექტითა არის წარმოდგენილი.