ლონდონში შემუშავებულ დოკუმენტებს -ში გავაგზავნით – ზელენსკი

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ომის დასასრულებლად შესაძლო ნაბიჯების ყველა კომპონენტზე… ლონდონში შემუშავებულ დოკუმენტებს მალე -ში გავაგზავნით, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
„ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ომის დასასრულებლად შესაძლო ნაბიჯების ყველა კომპონენტზე. უკრაინული და ევროპული კომპონენტები უკვე მეტად არის შემუშავებული, და მზად ვართ ისინი ამერიკაში პარტნიორებს გადავცეთ. ამერიკულ მხარესთან ერთად იმედი გვაქვს, რომ შესაძლო ნაბიჯები რაც შეიძლება უფრო ეფექტიანი გავხადოთ, რაც შეიძლება სწრაფად”, – წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მისი გუნდი მუდმივ კონტაქტში იმყოფება ამერიკასთან და უახლოეს დროში უკრაინული მხარე მზად იქნება შემუშავებული დოკუმენტები შეერთებულ შტატებში გააგზავნოს.
„როგორც სწორედ აღნიშნავენ სამომლაპარაკებლო გუნდების პარტნიორები, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, მზად არიან თუ არა რუსეთში ეფექტიანი ნაბიჯები გადადგან, რათა სისხლისღვრა გააჩერონ და არ დაუშვან ომის კვლავ გაჩაღება“, – წერს ზელენსკი.