ლონდონში უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების დონემ დაიწია

ლონდონში საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე დაგეგმილი უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები გადაიდო.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ „უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრა დღეს გადაიდო. ოფიციალური დონის მოლაპარაკებები გაგრძელდება, მაგრამ დახურულია მედიისთვის“.
მოლაპარაკებების დონემ მას შემდეგ დაიწია, რაც ცნობილი გახდა, რომ -ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიო და სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი ლონდონში არ ჩავლენ და აშშ-ს მხოლოდ ს საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი სტივ კელოგი წარმოადგენს.
დიდი ბრიტანეთში ჩავიდნენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი იერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი და საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიჰა.
„მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ ვიმუშავებთ მშვიდობისთვის”, — განაცხადა ერმაკმა.
მანამდე ამერიკულ მედიაში გაჟონა ინფორმაციამ ტრამპის სამშვიდობო გეგმის შესახებ, რომლის თანახმადაც აშშ ყირიმზე რუსეთის კონტროლს აღიარებს.
უკრაინის პრეზიდენტმა მ თქვა, რომ არ აპირებს უკრაინის ტერიტორიები აღიაროს რუსეთად და ეს ეწინააღმდეგა უკრაინის კონსტიტუციასაც.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – სასაცილოა, რომ რასა იუკნევიჩიანე მის მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოპოზიციას მოუწოდებდა არჩევნებში მონაწილეობისკენ და მეორე დღეს, შეიტანა შესწორება და მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა

ირაკლი კობახიძე – ოპოზიციის გაერთიანება-არგაერთიანებას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს 64-ვე მუნიციპალიტეტში – ოპოზიცია ერთი დიდი აგენტურაა და რა სცენარში ჩაჯდებიან, მათი პატრონების გადასაწყვეტია