ლონდონში მამაკაცმა რამდენიმე ადამიანი ხმლით დაჭრა

ლონდონის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ხმლით შეიარაღებული მამაკაცი თავს დაესხა რამდენიმე ადამიანს, მათ შორის ორ პოლიციელს, – ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
გამოცემა სასწრაფო სამედიცინო სამსახურზე დაყრდნობით იუწყება, რომ 5 ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი, თავდაპირველად, საცხოვრებელ სახლში შეიჭრა, შემდეგ კი „საზოგადოების სხვა წევრებსა და პოლიციის ორ თანამშრომელს“ თავს დაესხა.
თავდამსხმელი, 36 წლის მამაკაცი დაკავებულია და პოლიცია აცხადებს, რომ ინციდენტი ტერორიზმს არ უკავშირდება.

ასევე დაგაინტერესებთ

სანდრო ბრეგაძე: ტ ა ძ ა რ ი არ არის არც მინისტრის არც დეპუტატის და არც რომელიმე მოკვდავის (თუნდაც სასულიერო პირის სახლი) – ტ ა ძ ა რ ი უფლის სახლია და უფალი სამთავრობო დაცვის საშვებს არ გასცემს