ლონდონში ეძებენ კაცს, რომელსაც პროპალესტინურ აქციაზე ეჭირა პლაკატი “საბოლოო გადაწყვეტაზე”

გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანეთის პოლიცია ეძებს პროპალესტინური დემონსტრაციის მონაწილეს, რომელსაც ს წინააღმდეგ ჩატარებულ მიტინგზე ხელში ეჭირა პლაკატი წარწერით “საბოლოო გადაწყვეტა”.
აღნიშნულ ტერმინს ნაცისტური გერმანია ჰოლოკოსტის დროს იყენებდა როგორც კოდს ყველა ებრაელის განადგურების გეგმისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ, 9 დეკემბერს გამართულ პროპალესტინურ დემონსტრაციაზე 13 ადამიანი დააკავეს, უცნობია მათ შორის არის თუ არა პლაკატის ავტორი. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, “ოფიციალურმა პირებმა სურათის შესახებ იციან და საქმეს აქტიურად იძიებენ.