ლონდონში დღეს უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება

ლონდონში დღეს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მოწვევით, უკრაინის საკითხზე საერთაშორისო ლიდერების სამიტი გაიმართება, – ინფორმაციას გაერთიანებული სამეფოს მთავრობა ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სამიტს, უკრაინის პრეზიდენტ სა და გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის გარდა დაესწრებიან : იტალიის, საფრანგეთის, გერმანიის, დანიის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, კანადის, ფინეთის, შვედეთის, ჩეხეთის და რუმინეთის ლიდერები.
შეხვედრას ასევე დაესწრებიან თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნატო-ს გენერალური მდივანი და ევროკომისიის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.
“პრემიერ-მინისტრი მკაფიოდ აცხადებს, რომ უკრაინის გარეშე უკრაინის შესახებ მოლაპარაკებები არ შეიძლება, რაც მან გაიმეორა, როდესაც თბილად მიესალმა პრეზიდენტ ზელენსკის დაუნინგ სთრითზე შაბათს საღამოს, სამიტის წინ“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სამიტზე განიხილება: უკრაინის პოზიციების გაძლიერება, მათ შორის მუდმივი სამხედრო მხარდაჭერა და გაზრდილი ეკონომიკური ზეწოლა რუსეთზე; მტკიცე ხანგრძლივი შეთანხმების საჭიროება, რომელიც უზრუნველყოფს ში მუდმივ მშვიდობას და უზრუნველყოფს, რომ მ შეძლოს შეაკავოს და თავი დაიცვას ს მომავალი თავდასხმისგან; შემდგომი ნაბიჯები უსაფრთხოების ძლიერი გარანტიების დაგეგმვისთვის.
„პრემიერ-მინისტრმა ამ შაბათ-კვირას კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამონახოს წინსვლის გზა, რომელიც დაასრულებს ს უკანონო ომს და უკრაინას უზრუნველყოფს ხანგრძლივი მშვიდობით, რომელიც დაფუძნებულია სუვერენიტეტსა და უსაფრთხოებაზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.