ლონდონში, საქართველოს საელჩოში გახსნილმა საარჩევნო უბანმა ამომრჩევლების მიღება საღამოს 8 საათის ნაცვლად, 10:30 საათისთვის დაასრულა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ უბანზე 2294 ამომრჩეველი იყო დარეგისტრირებული და ხმა 1335-მა ამომრჩეველმა მისცა.
საარჩევნო ოქმის თანახმად, საპარლამენტო არჩევნებში ამ უბანზე ლიდერობენ ოპოზიციური პარტიები.
მონაცემები ასეთია:
· „კოალიცია ცვლილებებისთვის“ – გვარამია, მელია, გირჩი დროა – 421 ხმა
· „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ – 291 ხმა
· „ერთობა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – 218 ხმა
· ქართული ოცნება – 154 ხმა
· გახარია საქართველოსთვის – 122 ხმა
· გირჩი – 70 ხმა
· პატრიოტთა ალიანსი – 26
· ლეიბორისტული პარტია 24
ლონდონში საქართველოს საელჩოსთან 26 ოქტომბერს, არჩევნების დღეს, მთელი დღის განმავლობაში იდგა რიგი. ზოგიერთმა ამომრჩეველმა რიგში 10 საათი გაატარა. რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ამ უბანზე მხოლოდ 3 რეგისტრატორი მუშაობდა და ხმის მიცემის პროცესი ნელა მიმდინარეობდა.
რადიო თავისუფლების ინფორმაციითვე, ლონდონში გახსნილ საარჩევნო უბანზე ხმა ყველა იმ ამომრჩეველმა მისცა, ვინც რიგში იდგა.
დილის 8 საათისთვის, ცენტრალური საარჩევნო კომისია 3 111 საარჩევნო უბნიდან 2255 უბნის წინასწარ შედეგებს აქვეყნებს.
წინასწარი მონაცემებით, საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, 53%-ით ლიდერობს
ფორუმი