ლონდონში ბენქსის ნახატი მოიპარეს | დაკავებულია ორი პირი

ლონდონში ბენქსის ნახატი მოიპარეს. BBC- ის ცნობით, ლონდონის პოლიციამ ნახატის ქურდობაში ეჭვმიტანილი ორივე პირი უკვე დააკავა.

პოლიციის ინფორმაციით, სამხრეთ ლონდონში ბრიტანელი ქუჩის მხატვრის, ბენქსის ახალი ნახატი ორმა კაცმა პარასკევს, 22 დეკემბერს მოიპარა.

ერთ-ერთი ეჭვმიტანილი პოლიციამ შაბათს, 23 დეკემბერს დააკავა. სხვა დეტალები უცნობია.