ლონდონი ომის შემთხვევაში სამოქმედო გეგმას აახლებს

რუსეთისგან მომდინარე საფრთხის ფონზე, დიდი ბრიტანეთი აპირებს განაახლოს 20 წლის წინანდელი საიდუმლო გეგმა, რომელიც თავდასხმისა და ომის გამოცხადების შემთხვევაში მოქმედებებს ითვალისწინებს. ინფორმაცია გაზეთმა The Daily Telegraph-მა გამოაქვეყნა.
გამოცემის ხელთ არსებული მონაცემებით, შიდა თავდაცვის გეგმა განსაზღვრავს სამოქმედო სტრატეგიას დიდ ბრიტანეთზე თავდასხმისას. პირველად მსგავს დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება კიბერთავდასხმის ვერსიაც.
ბრიტანელმა მინისტრებმა აპრილში ოფიციალურად პირველად უწოდეს რუსეთს საფრთხე ეროვნული უსაფრთხოებისთვის, წერს The Daily Telegraph-ი.
ლონდონში შიშობენ, რუსეთისა და მისი მოკავშირეების თავდასხმის შემთხვევაში ქვეყანა არასაკმარისად დაცული არ აღმოჩნდეს. რასაც ბრიტანელი ექსპერტების ვარაუდით, შესაძლოა მოჰყვეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანება და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი, გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზიანი და დაარღვიოს ძირითადი სამსახურების მუშაობა.
The Daily Telegraph-ის თანახმად, განახლებული გეგმა შეიქმნება ცივი ომისდროინდელი საიდუმლო დოსიეს მიხედვით, რომელშიც გაწერილი იყო, როგორ უპასუხოს მთავრობამ ბირთვულ თავდასხმას, ასევე შეიცავდა პრემიერ-მინისტრისა და კაბინეტის ძირითადი წევრების ევაკუაციის გეგმებს. როგორც The Daily Telegraph-ი აღნიშნავს, ეს დოკუმენტიც საიდუმლოა და ნაკლებად მოსალოდნელია, ოდესმე საჯაროდ გამოქვეყნდეს.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შვედი დეპუტატი – შეხედეთ საქართველოს პარლამენტის წევრებს, სრულ სისულელეებს ლაპარაკობენ – ჩვენ ვცდილობთ დანაშაულთან ბრძოლას, დემოკრატიულ ქვეყნებში ასე ვმუშაობთ, პროტესტის დროს, ქუჩაში ოპონენტებს ქიმიური იარაღით არ ვუსწორდებით

ეკა ბესელია – არ ვფიქრობ, რომ ეყოფათ გამბედაობა, ზურაბიშვილის დაკავების გადაწყვეტილება მიიღონ, რადგან მას თავისი ლეგიტიმაცია აქვს – წარმოუდგენელ რაღაცებს ეხება კობახიძე, დააპატარავა და შეურაცხყო კონსტიტუცია, სამართალს ასე არავინ მოჰქცევია