ლონდონი ამერიკის ნებისმიერ პრეზიდენტთან იმუშავებს – კამერონი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი „აუკუსის“ საკითხებში იმუშავებს შეერთებული შტატების ნებისმიერ პრეზიდენტთან, რომელსაც ამერიკელი ხალხი 2024 წლის ნოემბერში აირჩევს.
კამერონმა ეს განცხადება 22 მარტს, ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხად გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო უწყების მეთაურს ჰკითხეს, უქმნის თუ არა საფრთხეს დონალდ ტრამპის შესაძლო არჩევა ამერიკის პრეზიდენტად, „აუკუსის“ სამხედრო ალიანსს.
„დარწმუნებული ვარ ავსტრალიის მთავრობაც ასევე მოიქცევა. რასაც ჩვენ გავაკეთებთ არის ის, რომ ვიმუშავებთ იმასთან, ვინც არ უნდა გახდეს ამერიკის პრეზიდენტი“,- თქვა კამერონმა. აღსანიშნავია ისიც, რომ მანამდე , დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრთან ერთად, ავსტრალიელ კოლეგებს ხვდებოდნენ.
„აუკუსი“ (AUKUS – Australia, United Kingdom, United States) სამხედრო ალიანსია, რომელიც ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს, ამერიკაში შეიქმნა. ის ახლო პარტნიორებს – შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს და ავსტრალიას – აერთიანებს.
ავსტრალიის მთავრობა ამბობს, რომ „აუკუსის“ ფარგლებში ქვეყანა მილიარდობით დოლარს დახარჯავს ნავსადგურების და გემთშენებლობის მიმართულებით.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: ფინანსურად ივანიშვილი შეინახავს „იმედს“, აქ მთავარია, რამდენად შეძლებს ისევ ისე ოპერირებას და მგონია, რომ ვერ შეძლებს – „იმედი“ დასუსტდა და ეს პირდაპირ პროპორციული იქნება „ქართული ოცნების“ დასუსტების

“ჩვენ ბოლომდე კონტროლქვეშ გვაქვს ვითარება… არაფერი გადასარჩენი არ სჭირს არც „იმედს“ და არც „პოსტივის“” – ირაკლი კობახიძისა და „ფორმულას“ ჟურნალისტ სალომე ლაბაძის კითხვა-პასუხი (ვიდეო)