ლონდონის ჰითროუს აეროპორტმა თებერვალში რეკორდული 5,8 მილიონი მგზავრი გაატარა

ჰითროუს აეროპორტმა თებერვალში 5,8 მილიონი მგზავრი გადაიტანა, რაც საუკეთესო თვეა ლონდონის აეროპორტის ისტორიაში.
29 თებერვალს აეროპორტმა 207 ათასი მგზავრი მიიღო.
როგორც აეროპორტის პრესრელიზშია აღნიშნული, 2023 წლის მარტიდან 2024 წლის თებერვლამდე მგზავრთა რაოდენობა 20%-ით გაიზარდა და 80,3 მილიონ ადამიანს მიაღწია.
სატვირთო მიმოსვლის მოცულობა თებერვალში წლიური თვალსაზრისით 21,6%-ით გაიზარდა – 128 ათას ტონამდე. 12 თვის განმავლობაში ტვირთის გადაზიდვა 6,8%-ით გაიზარდა და 1,47 მლნ ტონა შეადგინა.
ლონდონის აეროპორტი მეოთხე ყველაზე დატვირთული აეროპორტია მსოფლიოში.
წყარო:avianews.ge

ასევე დაგაინტერესებთ

მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოს ხელისუფლებამ, პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, პარტია „ქართულმა ოცნებამ,“ მისმა პოლიტიკურმა გუნდმა და ხელმძღვანელობამ ძალიან რთულ დროში მოახერხა და გამოიმუშავა საქართველოს განვითარების ფორმულა