Galt&Taggart-ის 29 ივლისი – 2 აგვისტოს კვირის მიმოხილვის თანახმად, ლონდონის ბირჟაზე დალისტული სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასები, წინა კვირასთან შედარებით, მკვეთრად შემცირდა. თუმცა, წინა თვესთან შედარებით ზრდა ფიქსირდება.
საქართველოს ბანკის ჯგუფის (BGEO LN) აქციები დაიხურა 41.50 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -9.78% წინა კვირასთან შედარებით და +2.34% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 264 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 41.15 – 47.10 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 70 ათასი აქცია შეადგინა.
თიბისი ბანკის ჯგუფის (TBCG LN) აქციები დაიხურა 28.05 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -7.27% წინა კვირასთან შედარებით და +8.72% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 579 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 28.00 – 31.95 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 85 ათასი აქცია შეადგინა.
Georgia Capital-ის (CGEO LN) აქციები დაიხურა 9.92 ბრიტანულ ფუნტ სტერლინგში (GBP), -6.94% წინა კვირასთან შედარებით და +0.61% გასულ თვესთან შედარებით. ვაჭრობის მოცულობამ 227 ათას აქციაზე მეტი შეადგინა, GBP 9.92 – 10.88 დიაპაზონში. ბოლო 4 კვირის განმავლობაში, საშუალო დღიური ვაჭრობის მოცულობამ 84 ათასი აქცია შეადგინა.