ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციები გაძვირდა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე დღეს ქართული კომპანიების აქციების ფასი იზრდება.
“საქართველოს ბანკის ჯგუფის” (Bank of Georgia Group PLC) აქციების ფასი 1.50%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ღირებულება 47.50 გირვანქა სტერლინგია.
ცნობისთვის, მას შემდეგ რაც პრემიერმა ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 4 წლით შეაჩერა, ქართული კომპანიების აქციების ფასი წინა კვირაში შემცირდა.